უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის  ილია II-ის სიტყვა, წარმოთქმული მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის მშენებარე ტაძრის საძირკვლის კურთხევისას 

 

„მარად ქალწული მარიამი გამოირჩა ღვთისაგან, რათა ყოფილიყო დედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გახდა მფარველი საქართველოსი და საქართველო - მისი წილხვედრი ქვეყანა. დიდია სულიერი ღვაწლი ღვთისა დედისა! ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა არის მფარველი მთელი მსოფლიოსი, მაგრამ განსაკუთრებით იფარავს იგი თავის მამულს - საქართველოს! ღვთის განგებით, საქართველო შეიქნა დედა ღვთისმშობლის წილხვედრი, რადგან მაცხოვარი ხედავდა, რომ ჩვენი ქვეყანა შეინარჩუნებდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას, მტკიცედ და შეურყვნელად დაიცავდა მართლმადიდებლობას! ღვთისათვის კაცთა მომავალი იგივეა, რაც ჩვენთვის - აწმყო. წარსულიც, აწმყოც და მომავალიც უფლისათვის აწმყოა და რადგან მან განჭვრიტა ჩვენი ერის მომავალი, ღირსი გაგვხადა ამისა. ვმადლობთ უფალს, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი იფარავს ჩვენს ქვეყანას და ყოველ ადამიანს.“

21 სექტემბერი, 2011 წელი

 

 

"მახათას მთაზე, თბილისში, შენდება ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ტაძარი და სავანე. ეს არის მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენს ისტორიაში: ყოველი ქართველი, როცა შევა ამ ტაძარში, შევა თავის აშენებულ ღვთის სახლში... წმიდა სამების ტაძრის შემდეგ ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი".

                                                                                                                                                                                                                                                       



სიახლეები

ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში
ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია  მეორეს აღსაყდრებიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავის საიუბილეო თარიღების აღსანიშნავად გრძელდება  ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლის და მ...

ანკეტის ფორმა

ანკეტაში მითითებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ექნება მხოლოდ „საზოგადოება ივერიისა“-ს, რაც საშუალებას მოგვცემს თავიდან ავიცილოთ უზუსტობები ტაძრის აღმშენებელთა ერთიანი ბაზის ფორმირებისას. ჩვენთვის, ასევე, მნიშვნელოვანია თქვენთან საკომუნიკაციო არხის არსებობა პროექტის მიმდინარეობის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარმოსადგენად.

ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობის მსურველი პირის სახელი, გვარი, მამის სახელი